ნინო ჯაშმა 2003 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტი.
2003-2009 იგი წლებში მუშაობდა ბათუმის უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტში ლექტორ-მასწავლებლად. 2009 წლიდან ნინო ჯაშმა მუშაობა დაიწყო სხვადასხვა კომპანიის სამშენებლო სექტორში, სადაც მან უზარმაზარი სამუშაო გამოცდილება შეიძინა, კერძოდ, 2009-2011 წლებში იგი იყო შპს „ტურინვესტში“ მშენებლობის მენეჯერის ასისტენტი, 2011-2012 წლებში შპს „ჰესტოკ ბათუმის“ პროექტის თარჯიმანი, ხოლო 2012-2015 წლებში შპს „ტურინვესტის“ მიერ მოწვეული საერთაშორისო კომპანია „მეის ინტერნეშენელის“ მიერ წარმართული „ჰილტონ ბათუმის“ პროექტის თარჯიმანი, 2015-2016 წლებში − შპს „აეკომ ჯორჯიას“ ადმინისტრატორი. 2018 წელს შპს „ითიაი 2000-ის“ ოფისმენეჯერი, 2019 წელს შპს „ანაგის“ თარჯიმანი ბათუმის უეფას IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობისას.
2020 წლიდან ნინო ჯაში მუშაობს ოფისის მენეჯერად შპს „ანაგის“ ბათუმის ფილიალში.