1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიაზაციით.
1986-1992 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროში მელარტყედ, მხაზველად, ტექნიკოსად, უფროს ტექნიკოსად და კონსტრუქტორად.
1993 წელს იბრაიმ შალიკაძემ მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია "ანაგში" სამუშაოთა მწარმოებლად. შემდეგ დაინიშნა უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე და დღეისათვის არის წარმოების უფროსი.
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდებით.
განხორციელებული პროექტები (არასრული სია):
- ისთ ფოინთი, თბილისი (მშენებლობა)
- გალერია თბილისი, თბილისი (მშენებლობა)
- სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, თბილისი (მშენებლობა)
- სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმი (მშენებლობა)
- აეროპორტი, მესტია (მშენებლობა)
- თბილისი გარდენსი, თბილისი (მშენებლობა)
- სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი, ბაკურიანი (მშენებლობა)
- მარჯანიშვილის მოედანი, თბილისი (რეკონსტრუქცია)
- ფორდის ცენტრი, თბილისი (მშენებლობა)
- აუდის ცენტრი, თბილისი (მშენებლობა)
- გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, თბილისი (მშენებლობა)
- გლდანის საცურაო აუზი, თბილისი (მშენებლობა)
- სითი მოლი - გლდანი, თბილისი (მშენებლობა)
- გაფორმების ეკონომიკური ზონა, თბილისი (მშენებლობა)
- m² ნუცუბიძეზე, თბილისი (მშენებლობა)
- შავთელის ქუჩა, თბილისი (რეკონსტრუქცია)
- ანაგის სახლი, თბილისი (მშენებლობა)
- საცხოვრებელი სახლი სააკაძის მოედანზე, თბილისი (მშენებლობა)
- თაბორი - სასტუმრო და გოლფ კლუბი, თბილისი (მშენებლობა)
- საცხოვრებელი სახლი წერეთლის 117, თბილისი (მშენებლობა)
- საჰაერო კონსტრუქციების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, თბილისი (მშენებლობა)