იბრაიმ შალიკაძემ 1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით.
1986-1992 წლებში იგი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო ბიუროში მელარტყედ, მხაზველად, ტექნიკოსად, უფროს ტექნიკოსად და კონსტრუქტორად.
1993 წელს ი. შალიკაძემ მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია „ანაგში“ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ დაინიშნა უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე, დღეისათვის არის მშენებლობის დეპარტამენტის დირექტორი.
მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს მშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდებით.
განხორციელებული სამშენებლო პროექტები (არასრული სია):
- საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი, ქუთიაისი;
- ისთ ფოინტი, თბილისი;
- გალერია თბილისი, თბილისი;
- რადისონ ბლუ, გუდაური;
- თვინსი, გუდაური;
- ალპიკი, გუდაური;
- ნეო, გუდაური;
- ფორ სიზონსი, გუდაური;
- სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, თბილისი;
- სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმი;
- აეროპორტის ადმინისტრაციული შენობა, მესტია;
- თბილისი გარდენსი, თბილისი;
- სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი, ბაკურიანი;
- მარჯანიშვილის მოედანი, თბილისი (სარეკონსტრუქციო სამუშაოები);
- ფორდის ცენტრი, თბილისი;
- აუდის ცენტრი, თბილისი;
- გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, თბილისი;
- გლდანის საცურაო აუზი, თბილისი;
- სითი მოლი - გლდანი, თბილისი;
- გაფორმების ეკონომიკური ზონა, თბილისი;
- m² ნუცუბიძეზე, თბილისი;
- შავთელის ქუჩა, თბილისი (სარეკონსტრუქციო სამუშაოები);
- ანაგის სახლი, თბილისი;
- საცხოვრებელი სახლი სააკაძის მოედანზე, თბილისი;
- თაბორი - სასტუმრო და გოლფკლუბი, თბილისი;
- წერეთლის 117, თბილისი;
- საჰაერო კონსტრუქციების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, თბილისი.