გუნდი

მექანიზაცია

ირაკლიმელიმონაძე

პოზიცია: მექანიზაციის სამსახურის უფროსი
ირაკლი მელიმონაძემ 2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - თბოაირმომარაგება და ვენტილაცია. მიიღო მშენებელის კვალიფიკაცია. 

ირაკლი 2002 წლიდან მუშაობდა სს „საქორგგაზში“, დისტრიბუციისა და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად. 2003 – 2006 წლებში სს „თბილგაზში“, მთაწმინდა კრწანისის ცენტრის №6 რაიონის უფროსად; მოკვლევის დეპარტამენტის პარალელური რეესტრების კონტროლის სამსახურის მენეჯერად; საბურთალოს №2 ბიზნესცენტრის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. 2006 – 2007 წლებში მუშაობდა შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გაზმომარაგებისა და გაზის აღრიცხვის დეპარტამენტის წამყვანი მეტროლოგის თანამდებობაზე, 2007 – 2009 წლებში – შპს „ყაზგანტრანსგაზ-თბილისის“ გაზმომარაგებისა და გაზის ლოგისტიკის დეპარტამენტის სპეციალისტად. 2007 – 2010 წლებში შპს „ყაზგანტრანსგაზ-თბილისის“ ექსპლუატაციის დეპარტამენტის საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსის მოადგილედ; საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის ჯგუფის უფროსად. 2010 – 2011 წლებში იყო შპს „ვიურტ გეორგია“ გაყიდვების მენეჯერი. 2010 წლიდან 2012-მდე ეკავა შპს „ნიუ ენერჯის“ ტრანსპორტისა და მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. 

2012 წლიდან ირაკლი მუშაობს შპს „ანაგში“ მექანიზაციის სამსახურის უფროსად. 

ირაკლის გავლილი აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგი: 

2001 – 2002 წლებში – სს „საქორგგაზის“ სასწავლო ცენტრი, ბუნებრივი გაზის აღრიცხვა-რეალიზაციისა და მეტროლოგიური უზრუნველყოფის სამსახურის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. 

2005 – 2008 წლებში – სსიპ „საქართველოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული სააგენტოს“ (საქსტანდარტი) სასწავლო ცენტრი, მეტროლოგია და გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა. ბუნებრივი გაზის საკვანძო აღრიცხვის მეტროლოგიური უზრუნველყოფა. 

2008 – 2009 წლებში – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მუდმივმოქმედი კომისია. საქართველოს გაზის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციასთან შეთანხმებული პროგრამა. გაზის მეურნეობაში უსართხოების წესების და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პიველადი შემოწმება.