გუნდი

იურიდიული დეპარტამენტი

მარიამდვალიშვილი

პოზიცია: უმცროსი იურისტი
მარიამ დვალიშვილმა 2016 წელს დაამთავრა „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2016 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით.

მარიამმა 2013 წელს დააფუძნა საქართველოში საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიზაციის - "LIONS CLUB"-ის ქართული წარმომადგენლობის ფილიალი - "CAMPUS LIONS CLUB TBILISI".

2015-2016 წლებში მუშაობდა ასისტენტად „ქართულ, გერმანულ და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში“. ასევე, მას მიღებული აქვს პრაქტიკული გამოცდილება იურიდიულ სფეროში „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრში“, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტსა და „ხაჩიძე და გოჩელაშვილების იურიდიულ კომპანიაში“.

დაცული აქვს ნაშრომი ბერლინის „ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა“ და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიულ ფაკულტეტებს შორის გაცვლითი პროგრამის - "Netzwerk Ost-West"-ის ფარგლებში და „საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში - „ქართული შრომითი სამართლებრივი გარემო, არსებული პრობლემატიკა და მისი გადაჭრის სავარაუდო გზები“.

2017 წლიდან მარიამი მუშაობს სამშენებლო კომპანია „ანაგში“ უმცროს იურისტად.