სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში 20 წელი.
მალხაზ წაქაძემ 1997 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის განხრით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.
2000 – 2001 წლებში იგი მუშაობდა შპს „კიდ არქიტექტურაში“ ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობაზე, შემდეგ მუშაობა განაგრძო შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფში“, სადაც 2006 წლამდე მუშაობდა ჯერ ტექნიკურ ზედამხედველად, ხოლო შემდეგ − სამშენებლო ობიექტების მენეჯერად; 2006 - 2010 ეკავა სამშენებლო ობიექტების მენეჯერის თანამდებობა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთში"; 2006 – 2010 წლებში იყო შპს „მზიური ველის“ დირექტორი მშენებლობის დარგში; 2010 – 2012 წლებში მუშაობდა შპს „ჯორჯიან ქონთსრაქშენ ინქორფორეითედში“ სამშენებლო ობიექტების მენეჯერად.
2012 წლიდან მ. წაქაძე არის სამშენებლო კომპანია „ანაგის“ უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი.
განხორციელებული პროექტები (არასრული სია):
- მრავალფუნქციური შენობა, თბილისი;
- არქი ისანი B, თბილისი;
- თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, თბილისი;
- შპს „მიკადი ჯორჯიას“ სასტუმრო-რესტორანი, რუსთავი (რეკონსტრუქცია);
- შპს „მიკადი ჯორჯიას“ სავაჭრო-ტექნიკური კომპლექსი, რუსთავი;
- შპს „ბრიგიტეს“ სასტუმრო, სიღნაღი;
- ჩაის სახლი, მარნეული (რეკონსტრუქცია);
- მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაბა ბაკურიანი;
- მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ჩაჩავას ქუჩაზე, თბილისი.