გუნდი

ტექნიკური დეპარტამენტი

ლევანფირყულაშვილი

თანამდებობა: ინჟინერ-კონსტრუქტორი
ლევან ფირყულაშვილმა 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და მშენებლის კვალიფიკაცია. 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურა სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებით, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა მშენებლობის მაგისტრის ხარისხი; 2013 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2010-2013 წლებში ლ. ფირყულაშვილი მიწვეული იყო უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებაზე, კითხულობდა სალექციო კურსს: „შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერება“.

2013 წლიდან ლ. ფირყულაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიებისა და საშენი მასალების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, კითხულობს სალექციო კურსებს: „სამშენებლო პროცესების ტექნოლოგია“, „სამშენებლო წარმოების საფუძვლები“, „ტექნიკური ზედამხედველობა მშენებლობაზე“, „შენობა-ნაგებობების აგების ტექნოლოგიის საფუძვლები“, „სამოქალაქო და სამრეწველო შენობების აგების ტექნოლოგიები“, მოუხსნადყალიბიანი მონოლითური მშენებლობის ტექნოლოგია და მისი ეფექტურობის ანალიზი“, „მრავალშრიანი შემომფარგლავი კედლების თბოტექნიკური გაანგარიშება და მისი ეფექტურობის ანალიზი“.

2008-2011 წლებში ლ. ფირყულაშვილი მუშაობდა შპს „გოდოლ 2008-ში“ კონსტრუქტორად; 2013-2015 წლებში მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად; 2012-2013 წლებში კი იყო შპს „ლაინ კუბის“ მთავარი კონსტრუქტორი და ეკავა საპროექტო ჯგუფის უფროსის თანამდებობა; 2013-2017 წლების სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ მიწვეულ მთავარ ინჟინერ-კონსტრუქტორად; 2016-2017 წლებში შსს „ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს საპროექტო სამსახურში“ იყო მიწვეული ინჟინერ-კონსტრუქტორი; 2010-2020 წლებში იკავებდა მიწვეული მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობას მრავალ სხვადასხვა საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციაში: შპს „ამერიქენ მონოლითი“, შპს „ალდ სტუტიო“, შპს „გნომონი“, შპს „ელდი იუნიონი“ (LD Union), შპს „არქ გრუპი“, შპს ტურბილიონი“ (Tourbilion), შპს „არინექსი“, შპს „სანსტოუნ მედიკალი“ (Sunstone Medical), შპს „ბლოკ ჯორჯია“, შპს „სენსონი“, შპს „აპექს სტუდიო 1“, შპს „დონა გრუპი“, შპს „ნიუ ჰაუს გრუპი“, შპს „არტ ბილდინგი“, შპს „ინდუსტრია“, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“. იგი იყო, ასევე, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილის პროექტებისა და ტექნიკური მდგომარეობის შეფასების კერძო ექსპერტი.

2020 წლიდან ლ. ფირყულაშვილი არის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს შპს „ექსპერტიზის“ ინსპექტორი მშენებლობის სფეროს მიმართულებით;

2021 წლიდან − სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის (ტმკ) წევრი, მშენებლობის სფეროს მიმართულებით;

2018 წლიდან ლ. ფირყულაშვილი შემოუერთდა სამშენებლო კომპანია „ანაგს“ და 2018-2019 წლებში ქ. ბათუმში 20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაზე ეკავა ინჟინერ-კოორდინატორის, ხოლო 2020 წლიდან კი − კომპანიაში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობა.

2020 წელს ლ. ფირყულაშვილი მუშაობდა ტრენერად გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში ქ. ბათუმში ჩატარებულ პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგზე;

2013-2015 წლებში მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტი თემაზე: მოქნილი მზიდი კონსტრუქციების დინამიკური მდგრადობა შემთხვევითი სეისმური ზემოქმედების დროს;

მიღებული აქვს მონაწილეობა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში:
  • სტუ-ს 72-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. მათემატიკის სექცია - II ადგილი;
  • სტუ-ს 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სექცია - II ადგილი;
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და თეზისები:
  • სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ,,მშენებლობა’’ №4(19), 2010 წელი, „გადახურვის წინასწარდაძაბული სივრცითი სტრუქტურული კონსტრუქცია“;
  • სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ,,მშენებლობა’’ №2(25), 2012 წელი, „ჩაკეტილი კონტურის მქონე ბაგიროვანი საკოჭის გაანგარიშების საკითხები“;
  • სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ,,მშენებლობა’’ №3(26), 2012 წელი, „წინასწარდაძაბვის ძალის სიდიდის დანაკარგების განსაზღვრა ახალი ტიპის კონსტრუქციის საკოჭის ცილინდრული საგორავის პოჭოჭიკებში“;
  • თეზისების კრებული ,,ტექნიკური უნივერსიტეტი’’, თბილისი, 2010 წელი, „უჭიმვადი ძაფის განმბჯენის გამოთვლა და წინასწარი დაძაბვის განხორციელება მაღალი სიმტკიცის საკოჭებით“;
იგი არის ორი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი:
  • ფოლადის კოლონის დინამიკური მდგრადობა ვერტიკალური სეისმური ზემოქმედების პირობებში;
  • შენობა-ნაგებობების გადახურვის ახალი ტიპის წინასწარდაძაბული რეგულარული (სტრუქტურული) სივრცითი კონსტრუქციის გაანგარიშება და კონსტრუირება.
ლ. ფირყულაშვილი არის, ასევე, ტექნიკური ლიტერატურის თანაავტორი: 
  • „შენობება-ნაგებობების რეკონსტრუქცია-გაძლიერება“, სახელმძღვანელო. თბილისი 2013 წ;
  • „ჩარჩოვანი კონსტრუქციების გაძლიერება“, მეთოდური მითითებები, თბილისი, 2013 წ.
იგი არის ორი გამოგონების ავტორიც: 
  • „გეგმაში ოთხკუთხა ფორმის ნაგებობის გადახურვის წინასწარდაძაბული სივრცითი კონსტრუქცია“, პატენტი P 2013 5842 B, ბიულეტენი, №4(368)], 25. 02. 2013 წ.
  • „წინასწარდაძაბული ჩარჩოვანი კონსტრუქცია“, პატენტი P 2017 6652 B, ბიულეტენი №6(514). 25.03.2019 წ.
ტექნიკური დეპარტამენტი

ოქროპირ
ჩხიკვაძე

თანამდებობა: ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი (თბილისის ოფისი)
ვრცლად
ტექნიკური დეპარტამენტი

გიორგი
ჩიხლაძე

თანამდებობა: ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი (ბათუმის ოფისი)
ვრცლად
ტექნიკური დეპარტამენტი

თეიმურაზ
ჟღენტი

თანამდებობა: ტექნიკური დეპარტამენტის თანადირექტორი (ბათუმის ოფისი)
ვრცლად
ტექნიკური დეპარტამენტი

ზაზა
აბესლამიძე

თანამდებობა: ინჟინერ-კონსტრუქტორი
ვრცლად
ტექნიკური დეპარტამენტი

ირმა
შელია

თანამდებობა: ინჟინერი
ვრცლად
ტექნიკური დეპარტამენტი

ნათია
ხეცაძე

თანამდებობა: ინჟინერი
ვრცლად
ტექნიკური დეპარტამენტი

გვანცა
ღომიძე

თანამდებობა: პროექტების განფასების სპეციალისტი
ვრცლად