გუნდი

გეოდეზიური სამსახური

ლევანბერიძე

პოზიცია: გეოდეზისტი
ლევან ბერიძემ 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოდეზიისა და მარკშეიდერის ფაკულტეტი და მიენიჭა მარკშეიდერის ბაკალავრის წოდება.

2004 წლიდან 2009 წლამდე ლევან ბერიძე მუშაობდა სამშენბლო კომპანია “ნოლაში” გეოდეზისტის პოზიციაზე. 2009 - 2010 წლებში მუშაობდა კომპანია “GIB”-ში ბეტონის ტექნოლოგად (ბრიტანეთის საელჩოს მშენებლობაზე). 2011-2014 წლებში იყო სსიპ “დელტას” მარკშეიდერი. 2014 - 2015 წლებში ეკავა სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიცია “GIB”-ში.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები და გადამზადებები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

2016 წლიდან დღემდე ლევანი ბერიძე მუშაობს კომპანია “ანაგის” გეოდეზისტად.