2016-2021 წლებში იგი მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, მიღებული აქვს მონაწილეობა პროექტებში:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია (სასწორის ოპერატორი);
- ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
- ჰიდროჰესების მშენებლობის პროექტი მდინარე ნაკრაზე 10 მგვ ნაკრაჰესის მშენებლობა, მდინარე ხელრაზე 3.7 მგვ ხელრაჰესის მშენებლობა, მდინარე იფარზე 3.3 მგვ იფარჰესის მშენებლობა (ტექნიკური ინჟინერი);
- ქ. თბილისში კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტექნიკური ინჟინერი);
- ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის საავტომობილო გზის კმ 1 - კმ 16 (15.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტექნიკური ინჟინერი);
- ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის მონაკვეთების 4 - ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები, ლოტი 1 კმ 0+000 - კმ 6+000; ლოტი 2 კმ 6+000 - კმ 13+400, ლოტი 4 კმ 30+000 - კმ 41+354 (ტექნიკური ინჟინერი);
- ქ. ბათუმში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის აღდგენისა და გაფართოების პროექტი (ტექნიკური მენეჯერი).
2021 წელს ლ. სააკაშვილმა მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია „ანაგში“ ინჟინრის თანამდებობაზე.