გუნდი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

კონსტანტინეგაბუნია

თანამდებობა: ფოტო-ვიდეოოპერატორი
კონსტანტინე გაბუნიამ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2008 წელს კ. გაბუნიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი არქიტექტურასა და ლანდშაფტის დიზაინში.

1999-2001წლებში იგი მუშაობდა სს „თბილკრედიტბანკში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში; 2001-2002 წლებში − არასამთვრობო ორგანიზაციაში „ბავშვი და გარემო“ დიზაინერის თანამდებობაზე; 2002-2004 მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციის დეპარამენტში იურისტად; 2005-2007 წლებში − შპს „ელბი ინვესტჯგუფში“ არტდირექტორის თანამდებობაზე; 2008-2011 წლებში − შპს „ბაგები სითი ჯგუფში“ გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე. 2012-2018 წლებში − სარეკლამო კომპანია „კოპიპრინტში“ დიზაინერად.

2021 წლიდან კ. გაბუნია სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ფოტო-ვიდეოოპერატორია.