გუნდი

ტექნიკური დეპარტამენტი

ირინაგოგოლაშვილი

პოზიცია: წამყვანი ინჟინერი
ირინა გოგოლაშვილმა 1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით - “ხიდები და სატრანსპორტო გვირაბები”, სადაც მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი და მიიღო ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

2000-2002 წლებში მუშაობდა სს კონცერნ “საქგვირაბმშენში” საინჟინრო-სატენდერო განყოფილებაში ჯერ ინჟინრად, ხოლო შემდეგ წამყვან ინჟინრად. 2002-2013 წლებში მუშაობდა სს “ქართუ ჯგუფი”-ს; შპს “ინტერ-სერვისის”; შპს “ბურჯის”; “ასოციაცია ატუს”, “ქართუ მენეჯმენტის” საწარმოო, სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო განყოფილებებში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს “საქექსპერტიზას” შტატგარეშე ექსპერტი.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს შპს “ანაგის” ტექნიკურ განყოფილებაში წამყვან ინჟინერად.