გუნდი

ადმინისტრაცია

ირინაჩაკვეტაძე

პოზიცია: ოფისის მენეჯერი (თბილისი)
ირინა ჩაკვეტაძემ 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უცხო ენების ფაკულტეტი.

2008-2009 წლებში მუშაობდა იტალიაში, კომპანია "Romani s.r.l."-ის მენეჯერად. 2008 წლიდან არის "საზოგადოება იტალია-საქართველოს" ოფიციალური წევრი. 2010-2014 წლებში მუშაობდა სს "პრივატ ბანკში" - უნივერსალური ოპერატორის თანამდებობაზე და სს "საქართველოს ბანკში" - ბექ-ოფისის პრობლემური დეპარტამენტის სპეციალისტად. 2015-2016 წლებში მუშაობდა "საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში" მინისტრის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე.

2017 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგში" ოფისის მენეჯერად.