გუნდი

პროექტების მართვის დეპარტამენტი

გოგაგუგავა

პოზიცია: პროექტების უფროსი მენეჯერი
გოგა გუგავამ 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მაკროეკონომიკის სპეციალობით.

2004-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საბიუჯეტო დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჩათვლით. შემდეგ მუშაობა გააგრძელა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობდა 2009 წლამდე.

2009-2010 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარა უილიამსის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამა, მაკროეკონომიკის სპეციალობით. შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, 2010 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2014-2017 წლებში ეკავა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია სამშენებლო კომპანიაში "დაგი".

2017 წლიდან არის სამშენებლო კომპანია "ანაგის" პროექტების უფროსი მენეჯერი.