გიორგი ფაცაციამ 2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კერძოდ, სამართალმცოდნეობის განხრით, სადაც მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ბაკალავრიატში სწავლისას მან მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ ვილემ ს. ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ სასამართლო პროცესში. 2016 წელს გ. ფაცაციას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ბიზნესსამართალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2013 წელს იგი იყო ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატის“ პრაქტიკანტი იურისტი, სადაც უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა მოქალაქეებს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით; 2014-2017 წლებში მუშაობდა იურისტის თანამდებობაზე თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სსიპ სახელმწიფო სამხედრო - სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ და შპს „დელტა ინტერნეიშენალში“. დელტაში მუშაობისას მან წარმატებით გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის სწავლების სამთვიანი კურსები როდ აილენდის შტატის ქალაქ ნიუპორტში, სადაც შეისწავლა შეიარაღებული კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების სამართლის, სამხედრო სამართლის, კორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივი ასპექტებისა და სამხედრო სამართლის განვითარების საფუძვლები. პროგრამის ფარგლებში გ. ფაცაცია იყო საქართველოს წარმომადგენელი და ესწრებოდა ლექციებს, იღებდა სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას: პენტაგონში, გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში, ამერიკის სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოებში.
2017-2018 წლებში მუშაობდა დუბაიში, იურიდიულ-საკონსულტაციო კომპანიაში, „ბაიატ ლიგალ სერვისის“ (Bayat Legal Services) იურისტის თანამდებობაზე საიმიგრაციო სამართლის განხრით; 2018-2019 წლებში მუშაობდა სპეციალისტად საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფულის გათეთრებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტში. 2018 წლიდან გ. ფაცაცია გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2019 წლის ოქტომბრიდან იგი შემოუერთდა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გუნდს უფროსი იურისტის თანამდებობაზე.
იურიდიული დეპარტამენტი
მარიამდვალიშვილი
თანამდებობა: იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
ვრცლად
იურიდიული დეპარტამენტი
თეონატუღუში
თანამდებობა: უფროსი იურისტი
ვრცლად
იურიდიული დეპარტამენტი
ანაკომახიძე
თანამდებობა: იურისტი
ვრცლად
იურიდიული დეპარტამენტი
სალომე კაპანაძე
თანამდებობა: იურისტი
ვრცლად
იურიდიული დეპარტამენტი
ლიკა კუკულაძე
თანამდებობა: უმცროსი იურისტი
ვრცლად