2019-2021 წლებში მუშაობდა შპს „გროს ენერჯი გრუფში“ (Gross Energy Group) კონსტრუქტორად - სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველად.
2020-2021 წლებში მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დეპარტამენტში სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების პროექტების ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.
2020-2021 წლებში მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით შპს „HAM GEORGIA-ში“ სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველად.
2020-2021 წლებში მუშაობდა „ოლ-პი ჯგუფ - ALL-P GROUP-ში“ - სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველად.
მიღებული აქვს მონაწილეობა შემდეგ პროექტებში:
- გურიის რაიონში, სოფ. შუხუთში, საავტომობილო ხიდის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, გეგმა-გრაფიკისა და შრომის ორგანიზაციის პროექტის მომზადება;
- სამეგრელოს რაიონში ზუგდიდი - ანაკლიის დამაკავშირებელი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია;
- ქ. ფოთში ქალაქის არხის გაწმენდა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- ქვემო ქართლში არახლო - რანჩპარის სამელიორაციო არხის მშენებლობა - რეაბილიტაციიათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- ქ. თბილისში კრწანისის ტყე-პარკის ტბორების შევსება, სარწყავი სისტემის მოწყობა და სატუმბი სადგურის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისათვის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- E-60 ა/მაგისტრალის, ნატახტარი-რუსთავის მონაკვეთის (თბილისის შემოვლითი გზა), I-ლოტის სამუშაოების (მაღალი ძაბვის 110 და 35 კვტ ხაზების) გადატანის, განათების ხაზის, გაზსადენის მაგისტრალური ხაზისა და წყლის მაგისტრალური ხაზის გადატანისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
- 2022 წელს გ.დემეტრაშვილმა მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია „ანაგში“ სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.