გუნდი

ფინანსური დეპარტამენტი

გიორგიჩიტაშვილი

პოზიცია: ფინანსური დირექტორი
გიორგი ჩიტაშვილმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი.

2008-2012 წლებში გიორგი იყო "ACCA"-ს სტუდენტი და წარმატებით ჩააბარა 12 გამოცდა/წიგნი. 2006-2008 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში“, სადაც რამდენიმე პოზიცია გამოიცვალა და გაიარა ეტაპები სტაჟიორიდან სერვის ცენტრის მენეჯერამდე. 2008 წლის აგვისტოდან ის შეუერთდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია "DELOITTE & TOUCHE"-ს, სადაც იმუშავა 3 სხვადასხვა პოზიციაზე 3 წლის განმავლობაში, აუდიტის დეპარტამენტში. 2011-2012 წლებში გიორგი მუშაობდა ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ ფინანსების მიმართულებით და ჰქონდა სხვადასხვა ფუნქცია დაკისრებული როგორც ჰოლდინგში, ასევე მის შვილობილ კომპანიებში. 

2013 წლიდან გიორგი სამშენებლო კომპანია ანაგის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა. 2014 წელს, პარალელურად, გიორგი დაინიშნა სს „სუფსა ენერჯის“დირექტორად, რომელიც ახორციელებს მცირე ჰესების კასკადის განვითარებას.