გუნდი

ადმინისტრაცია

ელიზავეტა ჩიქოვანი

პოზიცია: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ელიზავეტა ჩიქოვანმა 1981 წელს დაამთავრა ქ.თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი, პროფესია - ინჟინერ-მშენებელი.

1976-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში მუშის პოზიციაზე. 1979-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილებაში ჯერ ტექნიკად, ხოლო შემდგომში ინჟინერის პოზიციაზე. 1983-1993 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს წამყვანი ინჟინერი.

2003 წლიდან არის სამშენებლო კომპანია "ანაგის" ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.