დავით შალიკაძემ 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.
1980 – 1983 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მეურნეობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროში – მელარტყედ, ტექნიკოსად და ბოლოს უფროს ტექნიკოს-კონსტრუქტორად. 1985 წლიდან 1997 წლამდე იყო ბათუმის სახლმშენ კომბინატის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამამზადებელი საამქროს უფროსი, შემდგომ სამუშაოთა მწარმოებელი.
1997 წლიდან არის სამშენებლო კომპანია "ანაგის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი.
განხორციელებული პროექტები (არასრული სია):
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შენობა, რეკონსტრუქცია, ბათუმი
- 135 სერიის 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები, მშენებლობა, ბათუმი
- საჰაერო საბაგირო გზა, მშენებლობა, ბათუმი
- ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია, მშენებლობა, ბათუმი
- პიაცას კოშკი, მშენებლობა, ბათუმი
- ადლიის გაფორმების ეკონომიური ზონა, მშენებლობა, ბათუმი
- სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, მშენებლობა, ბათუმი
- გაფორმების ეკონომიური ზონა, მშენებლობა, ბათუმი
- მომსახურების სააგენტო, მშენებლობა, ბათუმი
- m² იპოდრომზე 2, მშენებლობა, თბილისი