გუნდი

ბიზნესის განვითარების სამსახური

დავით ანდღულაძე

პოზიცია: ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი
დავით ანდღულაძემ 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. 

2005-2006 წლებში დავითი მუშაობდა შპს "იურიდიულ საგადასახადო კონსალტინგში" საზოგადოების იურისტად. 2005-2006 წლებში იყო საადვოკატო ბიუროს "ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე" და იურიდიული ფირმა "ჯი-ელ-ჯი ლო ოფისის" (GLG Law Office) ადვოკატი. 2005 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა შპს "აჭარის ავტოსატრანსპორტში" იურისტად. 2007 წელს მუშაობა გააგრძელა იურიდიულ ფირმაში "ბი-ელ-სი ლო ოფის" (BLC Law Office) იურისტის პოზიციაზე. 2008-2009 წლებში იყო შვედური კომპანია "სვეკო ინტერნეშენალი" (SWECO International) იურიდიული კონსულტანტი საქართველოში. 

2009 წლიდან 2017 წლის ბოლომდე იყო შპს "ანაგის" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი. 2018 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს ბიზნესის განვითარების სამსახურს.