გუნდი

ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი

დავით ანდღულაძე

თანამდებობა: ბიზნესის განვითარების დირექტორი
დავით ანდღულაძემ 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

2005-2006 წლებში დ. ანდღულაძე მუშაობდა შპს „იურიდიულ საგადასახადო კონსალტინგში“ იურისტად, ხოლო 2005-2006 წლებში საადვოკატო ბიუროს, „ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე“, და იურიდიულ ფირმა „ჯიელჯი ლოუ ოფისის“ (GLG Law Office) ადვოკატად; 2005 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა შპს „აჭარის ავტოტრანსპორტში“ იურისტად; 2007 წელს მუშაობა განაგრძო იურიდიული ფირმა „ბიელსი ლოუ ოფისის“ (BLC Law Office) იურისტის თანამდებობაზე.

2008-2009 წლებში იგი იყო შვედური კომპანია „სვეკო ინტერნეიშენალის“ (SWECO International) იურიდიული კონსულტანტი საქართველოში.

2009 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დ. ანდღულაძე ხელმძღვანელობდა შპს „ანაგის“ იურიდიულ დეპარტამენტს; 2018 წლის იანვრიდან არის ბიზნესის განვითარების დირექტორი.