გუნდი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

აკაკი კალმახელიძე

თანამდებობა: ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი
აკაკი კალმახელიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს − საქართველოს საზოგადეობრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრატურის კურსი და მიენიჭა საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.

1998-2000 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში; 2001 წელს ოთხთვიანი სტაჟირება გაიარა ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტში. 2002 წელს მან მუშაობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ნატოში“ ჯერ პროგრამის კოორდინატორად, ხოლო 2004 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას; 2012-2014 წლებში ეკავა დირექტორის თანამდებობა შპს „ანაკლია დეველოპმენტში“; 2012 წლიდან პარალელურად მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ანაგში“, სადაც მონაწილეობა მიიღო სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთისა“ და „თბილისი გარდენსის“ სატენდერო წინადადებების შემუშავებაში; 2015 წელს დაინიშნა სამშენებლო კომპანია „ანაგში“ სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

2019 წლიდან ა. კალმახელიძე არის „ანაგის“ ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი.