დასაქმება

დასაქმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დასაქმების გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

თურქული ენის მცოდნე შესყიდვების სპეციალისტი


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას თურქული ენის მცოდნე შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.





მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00), შაბათი (10:00-15:00)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი;
** ენები: თურქული (სავალდებულო B2 – C1 დონე), ქართული, ინგლისური (სასურველია), რუსული (სასურველია);
** შესყიდვების სპეციალისტად მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მოძიება/შესყიდვა შემოსული მოთხოვნის შესაბამისად;
** შესასყიდი პროდუქციისა და ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმართვა მომწოდებლებთან;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინაცია;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქტების გამოვლენა;
** საწყობის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
** ტენდერების ჩატარება საუკეთესო მომწოდებლისა და მასალების გამოსავლენად;
** მომწოდებლებთან შეხვედრებზე დასწრება, პირობების შესახებ მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;
** მომწოდებლების შეფასება;
** შესყიდვის მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება შესასყიდი საქონლის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2023 წლის 4 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (თურქული ენის მცოდნე შესყიდვების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას.

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი