კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, საქმიანობა წარმართოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა გარემოცვაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას და კარიერულ წინსვლას.

ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტი


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე!

სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00 (კვირა დღის გარდა)
უფასო ყოველდღიური კვება: 12:00 – 13:00 (კვირა დღის გარდა)
მისამართი: ქ. თბილისი, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია. ოფისი მდებარეობს სამშენებლო ობიექტზე.
ანაზღაურება: 1 500 - 2 000 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი ტიპის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის დიპლომი);
** MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების აზომვა, ფორმა 2-ის მომზადება და ფინანსური ანალიზი;
** ერთეული კალკულაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება, სამუშაოსთვის საჭირო მასალების და რაოდენობის დაწერა;
** კონტრაქტორები მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის ანალიზი/კონტროლი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

ობიექტის მოკლე აღწერა:

** თაბორის მთაზე მიმდინარეობს მაღალი კლასის სასტუმროს მოპირკეთებითი სამუშაოები;
** სამშენებლო ფართი 52 000 მ²;
** პროექტი სრულდება 2021 წლის ნოემბერში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) ელ-ფოსტაზე hr@anagi.ge, არაუგვიანეს 2020 წლის 6 ივლისისა. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი. კანდიდატების შერჩევა განხორციელდება მათი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრებების საფუძველზე. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი