დასაქმება

დასაქმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დასაქმების გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6-იდან 12 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
** სტაჟირების პერიოდი მოიცავს, როგორც პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მომზადებაში, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გამართულად წერის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პრაქტიკული გამოცდილება კორპორატიულ სამართალში

სტაჟირების უპირატესობაა:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმების პერსპექტივა;
** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.

პიროვნული უნარჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი