დასაქმება

დასაქმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დასაქმების გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტერიის მიმართულებით


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტერიის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება: ზედნადებების, ანგარიშფაქტურებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გატარებას ბუღალტრულ პროგრამაში;
** სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციის გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** პარტნიორ კომპანიებთან შედარების აქტების მომზადება;
** საჭიროებისამებრ, ფინანსური ანგარიშგების მომზადება და გაგზავნა პასუხისმგებელ პირებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსების/ბიზნესადმინისტრირების კვალიფიკაცია ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.


სტაჟირების უპირატესობაა:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმების პერსპექტივა;
** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.


სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-იდან 6 თვემდე
სტაჟირება ანაზღაურებადია
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი


დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი