კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია "ანაგის" კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, საქმიანობა წარმართოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა გარემოცვაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას და კარიერულ წინსვლას.

შრომის უსაფრთხოების ოფიცერი


სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე. 

მდებარეობა: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: სრული. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება; 
** სასურველია უმაღლესი სამშენებლო განათლება; 
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში; 
** უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე კანდიდატს; 
** შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. 

მოვალეობები: 

** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვა; 
** კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე მომუშავეების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის ყოველდღიური ინსპექტირება;
** ყველა დაკისრებული მოვალეობის შესახებ შესრულების (დროისა და ხარისხის გათვალისწინებით) შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. 

უნარ-ჩვევები: 

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება; 
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი; 
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** დეტალებზე ორიენტირებული; 
** პუნქტუალური. 


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@anagi.ge

საკონტაქტო ნომერი: 577 299 131 

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. 

ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. 

სამშენებლო კომპანია ანაგი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი