დასაქმება

დასაქმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დასაქმების გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი (თბილისი)


სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი;
** კანდიდატი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის ყოველდღიური ინსპექტირება და მონიტორინგი;
** დაკისრებული მოვალეობების შესახებ მოხსენებების პერიოდულად წარდგენა ხელმძღვანელის წინაშე.

პიროვნული მახასიათებლები:

** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი