კარიერა

კარიერა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია "ანაგის" კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, საქმიანობა წარმართოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა გარემოცვაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას და კარიერულ წინსვლას.

სამუშაოთა მწარმოებელი (ბათუმი)


სამშენებლო კომპანია “ანაგი” აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე!



მდებარეობა: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი;
** აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნა - მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოება ან მოპირკეთებითი სამუშაოების წარმოების გამოცდილება.

მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების უზრონველყოფა მოთხოვნილი ტექნოლოგიის და ხარისხის პარამეტრების დაცვით ;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლი მასალების და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილების მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აღნუსხვა და ხარჯვის ანგარიშის წარმოება;
** საქართველოს კანონმდებლობით და კომპანიის შიდა განაწესით დადგენილი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.


ანაზღაურება:

** 5000-8000 ლარი(ხელზე).



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) ელ-ფოსტაზე hr@anagi.ge, არაუგვიენს 2019 წლის 26 ივლისისა. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი ბათუმში. კანდიდატების შერჩევა განხორციელდება მათი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრებების საფუძველზე. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებული ხართ?

რეზიუმეს გაგზავნა


დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით?

მიამაგრეთ ფაილი