მშენებლობა


მშენებლობის წარმოებისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომზადება

დამკვეთთან ობიექტის მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საპროექტო, ტექნიკური და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საინჟინრო მოზადებისათვის გადაეცემა ჩვენი კომპანიის ტექნიკურ განყოფილებას. მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• კადრების დანიშვნა:
      •   უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი);
      •   სამუშაოთა მწარმოებლები;
      •   მშენებელი ოსტატები;
      •   ობიექტის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერი, რომელიც ჩვენი კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერის დაქვემდებარებაშია;
      •   ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში ობიექტზე ინიშნება შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ოფიცერი, რომელიც ობიექტის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერის დაქვემდებარებაშია; 

      •   ხარისხის ინჟინერი, რომელსაც ევალება ობიექტზე ოპერაციული (შესავალი, ოპერაციული და მიღების) და ლაბორატორიული კონტროლი, რომელიც ობიექტის ხარისხის ინჟინერის დაქვემდებარებაშია;

      •   გეოდეზისტი, რომელიც ობიექტზე გეოდეზიურ დაკვალვით სამუშაოებს და შესრულებული სამუშაოების კონტროლს აწარმოებს.


• სახაზო ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის გასაცნობად და შესასწავლად გადაცემა;
• სამუშაოების წარმოების პროექტის დამუშავება;
• დეტალურად გაწერილი სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის შედგენა;
• საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ჩამონათვალისა და მოწოდების გრაფიკის შედგენა, მომწოდებლებისა და რაოდენობების მითითებით. მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმება;
• მანქანა-მექანიზმების და ტრანსპორტის საჭირო მარკისა და რაოდენობების განსაზღვრა და ობიექტზე მოწოდების გრაფიკის შედგენა;
• პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სპეც. სამუშაოების შემსრულებელი ქვემოიჯარადეების შერჩევა და ხელშეკრულებების გაფორმება;
• ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება (სამშენებლო ტეროიტორიის ნატურში გადმოცემა, ტერიტორიის შემოღობვა, დროებითი შენობა ნაგებობების განლაგება, დროებითი კომუნიკაციების გაყვანა, სასაწყობო დროებითი ნაგებობებისა და ღია მოედნების მოწყობა, სამშენებლო მოედნიდან სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგავის გატანა, ობიექტების გეოდეზიური დაკვალვა და სხვა);
• მუშა ბრიგადების შერჩევა და დაკომპლექტება;
• კადრების დაზღვევა;
• კადრებისთვის სამუშაო ადგილზე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების დარგში ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება;
• ობიექტზე პირველადი შესასრულებელი ტექნიკური და საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ბლანკების, ასევე ტიპიური ჟურნალების გადაცემა.


სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოების ტექნოლოგია


ყოველი თვის 25 რიცხვში, ობიექტების უბნის უფროსები ჩვენი კომპანიის ტექნიკურ განყოფილებაში წარადგენენ მომავალი თვის დაგეგმილ შესასრულებელი სამუშაოების ნუსხას განფასებით და ამ სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მასალებისა და ნაკეთობების ჩამონათვალს. ასევე განაცხადს მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტის დაკვეთაზე, რაოდენობებისა და მოწოდების გრაფიკის მითითებით.ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ ტექნიკური განყოფილება კორექტირებულ და დამტკიცებულ დოკუმენტაციას გადასცემს ჩვენი კომპანიის შესაბამის განყოფილებებს და უბნის უფროსებს შესრულებისათვის.


ობიექტზე შესარულებელი სამუშაოები შემდეგ ეტაპებად იყოფა:
• შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები;
• შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
• შენობა-ნაგებობების საძირკვლების მოწყობის სამუშაოები;
• ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობის სამუშაოები შენობა-ნაგებობების ნულოვან ციკლამდე;
• შენობა-ნაგებობების ნულს ზემოთ, ყოველი სართულის მზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
• შენობა-ნაგებობების სახურავების მოწყობა;
• არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
• გარე და შიდა მოპირკეთების სამუშაოები;
• სპეც. სამუშაოები (პროექტის შესაბამისად);
• კეთილმოწყობის სამუშაოები.


ობიექტებზე თითოეული ფარული სამუშაოს დასრულებისთანავე ხორციელდება ფარული სამუშაოების აქტების შედგენა, დამკვეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მონაწილეობით. ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ დამკვეთისათვის გაცემულ მშენებლობის ნებართვაში მითითებული ეტაპების დასრულებისთანავე, დამკვეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება ოქმის შედგენა მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ და გადაეცემა შესაბამის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად. ობიექტებზე მოწოდებული ყველა მასალა და ნაკეთობა გადის ვიზუალურ, ინსტრუმენტალურ, მექანიკურ, ლაბორატორიულ და შესავალ კონტროლს, ასევე მოწმდება დაკვეთასთან და სერთიფიკატთან შესაბამისობა. 

 

ობიექტზე შემოზიდული სასაქონლო ბეტონის ყოველ პარტიას, თან ახლავს დამამზადებლის მიერ გაცემული პასპორტი, ამასთანავე უშუალოდ ობიექტზე ხორციელდება ბეტონის ყოველი პარტიიდან დადგენილი წესით ბეტონის კუბიკების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. ასევე გადის შემოწმებას ობიექტზე შემოზიდული არმატურის პარტიებიდან აღებული სინჯები. ყოველი სართულის მზიდი კონსტრუქციების ცალკეული ელემენტების მოწყობის დასრულების შემდეგ, ხდება მათი ვიზუალური, ინსტრუმენტალური და გეოდეზიური შემოწმება და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმება. ყალიბების მოწყობა ხორციელდება საყალიბე ლამინირებული ფანერების, ლით. დგარების და სამაგრი ელემენტების, ასევე ქარხნულად დამზადებული ხის კოჭების მეშვეობით. ყალიბებში ბეტონის ჩაწყობა ძირითადად ხორციელდება სტაციონალური და ბეტონის მოძრავი ავტო ტუმბოების საშუალებით. ბეტონის ვიბრირება ხორციელდება ევროპული წარმოების სიღრმული და სამოედნო ვიბრატორებით. არმატურის კარკასები მზადდება უშუალოდ სამშენებლო მოედანზე, არმატურის საღუნი და საჭრელი მოწყობილობების გამოყენებით. 

 

უსაფრთხოების მიზნით ყოველი შენობის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის: სართულის გადახურვის ფილაზე, კიბის უჯრედში საფეხურებზე და ბაქნებზე, გადახურვის ფილის და ლიფტის შახტის კედლების ღიობებში ეწყობა დროებითი მოაჯირები. პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის ობიექტებზე გამოიყოფილია ოთახი. ობიექტებზე მომუშავეები უზრუნველყოფილნი არიან სპეც. ტანსაცმლით, დამცავი ჩაფხუტებით, სპეც. ფეხსაცმელებით და ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით. ამწეების მომსახურებისათვის ობიექტებზე დანიშნულნი არიან სერტიფიცირებული მეჯამბარეები და ამწეებით ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირები. ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება ხორციელდება მაღალ პროფესიონალურ დონეზე, სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე მშენებლობაში სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრული გათვალისწინებით და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სრული გარანტიით. ობიექტის დამკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს მისთვის მისაღები სამსახურები, შესასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის გადასამოწმებლად, რომელსაც დახმარების მიზნით აუცილებლად დაესწრება ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი. მოპირკეთების მასალების შეძენა ხორციელდება დამკვეთთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ. ობიექტის დაცვა ხორციელდება ჩვენი კომპანიის დაცვის სამსახურის მიერ.