სიახლეები

29/08/2017

რესერტიფიცირების პროცესი წარმატებით დასრულდა

2017 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილი წესების შესაბამისად და მოიპოვა ისო 9001:2015-ის სერტიფიკატი. მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლიდან კომპანია „ანაგი“ ფლობდა სერტიფიკატის ამ დრომდე მოქმედ ვერსიას - ისო 9001:2008-ს.

რესერტიფიცირების ჩასატარებლად კომპანიას ეწვია საერთაშორისო ორგანიზაცია „ლოიდს რეჯისტერის“ სტამბოლის ოფისის აუდიტორი, ოცწლიანი გამოცდილების მქონე სერჰატ ბიჩაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ რესერტიფიცირების პერიოდში კომპანიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ხარისხის ახალი სტანდარტის ცოდნის მაღალი დონე, რომელმაც განაპირობა განახლებული სერტიფიკატის შეუფერეხებელი გაცემა.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge