სიახლეები

04/01/2018

სამუშაოთა მწარმოებელის პოზიცია სამშენებლო კომპანია ``ანაგში``

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის პოზიციაზე. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საინჟინრო-ტექნიკური განათლება;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება ბეტონისა და ლითონმზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშნებელობის მიმართულებით;
  • სამუშაოთა მწარმოებლის პოზოციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის გამოცდილება;
  • სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ნახაზების გარჩევის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და მართვა; 
  • სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად სამშენებლო ობიექტზე მომუშავე მიმართულების ხელმძღვანელების და მათ დაქვემდებარებული თანამშრომლების, ასევე, ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია და მართვა;
  • სამშენებლო ობიექტზე შესაბამისი დოკუმენტების გამართული წარმოების ორგანიზება და მართვა. 
უნარჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@anagi.ge

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, 0179, საქართველო
ტელ: 995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქ. 1, ბათუმი, 6009, საქართველო
ტელ: 995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge