სიახლეები

29/08/2017

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი

2017 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია "ანაგმა" წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლიდან კომპანია "ანაგი" ფლობდა სერტიფიკატის ამ დრომდე მოქმედ ვერსიას - ISO 9001:2008.

რესერტიფიცირებისთვის, კომპანიას ეწვია საერთაშორისო ორგანიზაცია "LLOYD'S REGISTER"-ის სტამბოლის ოფისის აუდიტორი, ოცწლიანი გამოცდილების მქონე სერჰატ ბიჩაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ რესერტიფიცირების პერიოდში კომპანიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ხარისხის ახალი სტანდარტის ცოდნის მაღალი დონე, რამაც განაპირობა განახლებული სერტიფიკატის შეუფერეხებელი გაცემა.

საყურადღებოა, რომ 2017 წლის აგვისტოდან სამშენებლო კომპანია "ანაგი" ხარისხის სფეროში იმუშავებს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, 0179, საქართველო
ტელ: 995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქ. 1, ბათუმი, 6009, საქართველო
ტელ: 995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge