სიახლეები

28/06/2019

ექსპერტების მოსაზრება “ორანჟერეას” პროექტთან დაკავშირებით (ნაწილი II)

სტატიის პირველი ნაწილი იხილეთ აქ: (ნაწილი I)


 


“სტუდია9”-ის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი მამუკა ჩხაიძე


“ეს ტერიტორია წარმოადგენს საზოგადოებრივ-საქმიან ზონას. დღეს აქ მდებარეობს “კია”-ს ცენტრი, ავტოსალონი, სადაც არის პროფილაქტიკა. იყო საუბარი იმაზე, რა შეიძლებოდა, აქ განთავსებულიყო. თავად შენობის რეკონსტრუქციის საკითხი დადგა. ვიცით, რომ ეს ტერიტორია ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, დაიბადა აზრი, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ტყე-პარკთან ახლოს იქნებოდა თავისი კონცეფციით. რას წარმოადგენს პროექტი – ის მრავალფუნქციურია, არის აბსოლუტურად თანამედროვე ორანჟერეა, რომელიც მოიცავს მრავალ ფუნქციას, პირველ ყოვლისა, საგამოფენო სივრცეს, სადაც, შესაძლოა, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდეს. პროექტში ჩავდეთ სცენა, სადაც, შესაძლოა, მოწვეული იქნას მნიშვნელოვანი საესტრადო ანსამბლები, რომლებიც გაამდიდრებს ამ სიტუაციას.” - აცხადებს მამუკა ჩხაიძე.

ეკოლოგი - ბიძინა გიორგობიანი 


“აღმაშენებლის ხეივანთან, არქიტექტურულად მოძველებული ავტოსალონის ნაცვლად, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იდეაა. განსაკუთრებით პოზიტიურ შთბეჭდილებას ტოვებს პროექტით განსაზღვრული ცენტრის, როგორც საზოგადოებრივი, ღია რეკრეაციული სივრცის დანიშნულება. პროექტი, სავარაუდოდ, მოიცავს დიღმის ტყე-პარკის გარკვეული მონაკვეთის კეთილმოწყობასაც, რაც ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.” - განმარტავს ბიძინა გიორგობიანი.

არქიტექტორი - გიგა ბათიაშვილი


“რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ყველანაირად მხარს ვუჭერ ამ პროექტს. ეს ორანჟერეა ისევ ქალაქს გამოადგება და ვფიქრობ, ავტორები საუკეთესო საქმეს აკეთებენ.” - აღნიშნავს არქიტექტორი.


დეკორატიული მცენარეების საერთაშორისო კომპანია “აგრომაქს დეკორის” დამფუძნებელი - ვოიტეკ გრაბჩევსკი


“თბილისს არ ჰყოფნის რეკრეაციული ზონები და მათი მოწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად, აუცილებელია, რომ არ მოხდეს ხეების გაჩეხვა, ხოლო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარკის გამწვანება უფრო მეტად განვითარდება.”

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური


“ძალიან კარგი რაღაც გაკეთდება. ავტოსალონის ადგილი სხვაგანაც შეიძლება გამოინახოს, ოღონდ უნდა გაითვალისწინონ, რომ იქ დასაქმებული ადამიანები უსამსახუროდ არ დარჩნენ. ავტოსალონიც საჭიროა, მაგრამ ჰაერი ნამდვილად უფრო აკლია ქალაქს. პროექტისთვის ადგილიც შესაბამისია. ორანჟერეა კეთდება, კორპუსზე ხომ არ არის საუბარი... რა ჯობს იმას, თუ დიღმის ტყე-პარკს დასასვენებელი ზონა და სიმწვანე შეემატება.” - აღნიშნავს გიორგი ოთხმეზური.

ფოტოგრაფი - გოგა ჩანადირი


“რაღა დაგიმალოთ და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ორანჟერეის მოწყობა ფანტასტიკური იქნება.”- ასე ეხმაურება ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას. მისი შეფასებით, თბილისს აკლია მწვანე სივრცეები და ამ პროექტის განხორციელებამ შესაძლოა, ქალაქში სხვა რეკრეაციული ზონების გაჩენას შეუწყოს ხელი.

“იმდენად შეჭამეს ბეტონის ჯუნგლებმა ჩვენი ქალაქი, მიკვირს, თუ სადმე გამოჩნდა ადგილი, სადაც შეიძლება, ხეები დაირგოს. იქნებ, ამან დასაბამიც კი მისცეს ახალი რეკრეაციული ზონების გაჩენას და უფრო მეტი ადამიანი დააფიქროს, თუ რა კარგია სუფთა ჰაერი. სულაც არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც ვაკეში ჩაჭედო კორპუსი და მერე აღმოჩნდეს, რომ ვეღარ სუნთქავ. ეჭვი მაქვს, მოვა დრო, როცა, მშენებლობების გამო, ვაკეში ცხოვრება ყველაზე არაპრესტიჟული იქნება. ხალხი იქით წავა საცხოვრებლად, სადაც უფრო სუფთა გარემო, მეტი მწვანე სივრცე და ბავშვებისათვის სათამაშო ადგილი იქნება. ამ პროექტს მხარს ვუჭერ. კარგი საქმეა და ყვეალანაირად გვერდით დავუდგები.”


როგორი იქნება “ორანჟერეა” (ვიდეო):

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: 995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: 995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge