სიახლეები

09/09/2019

„ანაგმა“ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია „ანაგი“ საქართველოში გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ისო 45001:2018-ის სერტიფიკატი მიიღო. აღნიშნული სერტიფიკატი მენეჯმენტის სისტემის პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და მის გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ანაგი“ ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება. აღნიშნული სტანდარტი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვას და ხარისხის უზრუნველყოფას, რომლებსაც კომპანია „ანაგი“მთელი გუნდით ახორციელებს.

ISO 45001:2018 სერტიფიკატის აუდიტი ჩაატარეს „აისო ქონსალთიგ ჯორჯიასა“ და „ლოიდს რეჯისტერის“ აუდიტორებმა. სერტიფიკატის გამცემ ორგანოს წარმოადგენს „ლოიდს რეჯისტერი“.

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ 2019 წელს წარმატებით გაირა ასევე ისო 9001:2015-ის გეგმური აუდიტი, ამასთან, ძალაში დარჩა კომპანიის მიერ 2017 წელს მოპოვებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge