“ანაგი” “გოლდენ ბრენდი 2017-ის” გამარჯვებული გახდა
2018 წლის 27 აპრილს კომპანია “ანაგმა” გაიმარჯვა “გოლდენ ბრენდი 2017”-ის ნომინაციაში ლიდერი სამშენებლო კომპანია. ეს გამარჯვება ეკუთვნის კომპანია “ანაგის” მთელ გუნდს, რომელიც 2000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება.
2019 წლის 27 ნოემბერს, სამშენებლო კომპანია "ანაგსა" და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები კადრების მომზადების მიზნით უზრუნველყოფენ გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას.
2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია “ანაგი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ანაგი” ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება.
რას წარმოადგენს პროექტი – ის მრავალფუნქციურია, არის აბსოლუტურად თანამედროვე ორანჟერეა, რომელიც მოიცავს მრავალ ფუნქციას, პირველ ყოვლისა, საგამოფენო სივრცეს, სადაც, შესაძლოა, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდეს. პროექტში ჩავდეთ სცენა, სადაც, შესაძლოა, მოწვეული იქნას მნიშვნელოვანი საესტრადო ანსამბლები, რომლებიც გაამდიდრებს ამ სიტუაციას
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.