აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სტადიონის სამშენებლო მოედანი მოინახულეს
სტადიონის მშენებლობის პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილეებთან თორნიკე კუჭავასთან და არჩილ ვანაძესთან ერთად გაეცნო. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს სამშენებლო კომპანია “ანაგის” პროექტების დირექტორმა გოგა გუგავამ მიაწოდა.
2019 წლის 27 ნოემბერს, სამშენებლო კომპანია "ანაგსა" და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები კადრების მომზადების მიზნით უზრუნველყოფენ გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას.
2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია “ანაგი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ანაგი” ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება.