უპირატესობები

მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებით

სამშენებლო სექტორში "ანაგის" მრავალწლიანმა, წარმატებულმა აქტივობამ და მიღებულმა გამოცდილებამ განაპირობა კომპანიის მაღალი კვალიფიკაცია მშენებლობის წარმოების მიმართულებით და ასევე ჩამოაყალიბა მოქნილი, კომფორტული გარემო დამკვეთებთან ურთიერთობისთვის.

სწრაფადგანვითარებადი ტექნოლოგიები და მაღალკონკურენტული გარემო დამატებით მოტივაციას ქმნის კომპანიისთვის, გამოიყენოს ახალი, ინოვაციური მიდგომები როგორც მშენებლობაში, ისე მართვაში. საინჟინრო გუნდი, შესყიდვებისა და ტექნოლოგიების სამსახურები იძიებენ, ცდიან და ნერგავენ სამშენებლო სფეროსთვის შემოთავაზებულ სიახლეებს.

მშენებლობის პროცესის სრული სპექტრი

კომპანია აწარმოებს საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და ინდივიდუალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. ასევე დამკვეთის ნება-სურვილის გათვალისწინებით,

დაფინანსების მოქნილი ფინანსური სქემა

პროექტის დაფინანსების მოქნილი ფინანსური სქემა - ყოველგვარი სააავანსო თანხის მოთხოვნის გარეშე, შესაბამისი საგარანტიო უზრუნველყოფის პირობით.

სტაბილურობა და საიმედოობა

28 წლიანი გამოცდილება, დამკვეთის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომები, ფინანსური მდგრადობა და აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება "ანაგის" მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის საწინდარია.

მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებით

სწრაფადგანვითარებადი ტექნოლოგიები და მაღალკონკურენტული გარემო დამატებით მოტივაციას ქმნის კომპანიისთვის, გამოიყენოს ახალი, ინოვაციური მიდგომები როგორც მშენებლობაში, ისე მართვაში. საინჟინრო გუნდი, შესყიდვებისა და ტექნოლოგიების სამსახურები იძიებენ, ცდიან და ნერგავენ სამშენებლო სფეროსთვის შემოთავაზებულ სიახლეებს.

მძლავრი ტექნიკური და საწარმოო ბაზები

მაღალტექნოლოგიური, სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა შეუძლებელია თანამედროვე ტექნიკის გარეშე, რასაც ეფექტურად უზრუნველყოფს "ანაგი-მექანიზაცია". კომპანიის განკარგულებაში 120 ერთეულზე მეტი მრავალფუნქციური მანქანა-დანადგარია, ხოლო თანამშრომლები კვალიფიციური ოპერატორებითა და ტექნიკოსებით არიან დაკომპლექტებული.

საკონტრაქტო ვალდებულებების უპირობო შესრულება

პროექტის დაგეგმარებისას "ანაგი" მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მშენებლობის ძირითადი პოზიციების სწორ გათვლას, როგორიცაა: ვადა, ტექნოლოგიები და ხარისხობრივი მოთხოვნები, ფინანსური სქემები და სხვა, რადგან წარმოების ფაზაში ამ პოზიციების უნაკლოდ შესრულება კომპანიის მთავარი ამოცანაა.

გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები

"ანაგის" წარმატება, დიდ წილად, განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით. სამშენებლო პროცესში ჩართული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის უმეტესობის სამუშო გამოცდილება მშენებლობაში 10 წელს აღემატება. მათ ზურგს უმაგრებს ძლიერი საოფისე გუნდი. ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური მხარდაჭერის, მენეჯმენტის, ხარისხის კონტროლის და სხვა მიმართულებები დაკომპლექტებულია ამ დარგების პროფესიონალებით.

მომსახურების მაღალი დონე

საპროექტო-სამშენებლო პროცესის დაგეგმვის და მისი განხორციელებისას კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დამკვეთისთვის კომფორტული პირობების შექმნას, რაც გულისხმობს: დეტალური ანგარიშგების წარმოებას, სასურველი ცვლილებების განხორციელებას, წარმოქმნილი პრობლემების ერთობლივ გადაჭრას. ვადის, მოთხოვნილი ხარისხის და სხვა პირობების დაცვის გარდა, პროექტის წარმატება დამოკიდებულია დამკვეთის კმაყოფილების ხარისხზეც.

მომსახურება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე

თბილისი, ბათუმი, მესტია, ფოთი, ბაკურიანი, ასპინძა, იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც "ანაგის" დასრულებული ან მიმდინარე პროექტებია განთავსებული. ზღვისპირეთი, გადატვირთული ქალაქები, თუ მაღალმთიანი რეგიონები "ანაგის" გუნდისთვის მუშაობის ჩვეული გარემოა.