შპს მშენტექკონტროლი (სამშენებლო მასალების ლაბორატორია)

ლაბორატორიული მომსახურება

შპს „მშენტექკონტროლი“ საშენი მასალებისა და ნაკეთობების საგამოცდო ლაბორატორიაა, რომელიც 2006 წელს ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა. ლაბორატორიას ხელშკრულების საფუძველზე იჯარით აღებული აქვს შპს „ლუგოს“ მფლობელობაში არსებული ლაბორატორიის შენობა და მასში განთავსებული საგამოცდო აღჭურვილობა–დანადგარები.

 

2007 წლის 10 მარტიდან საგამოცდო ლაბორატორია მოქმედებს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტის საკ12:2006–ის და სსტ 45001–ის შესაბამისად. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სსტ ისო/იეკ 17025:2010 აკრედიტაციის გასავლელად.   

 

2007 წლის 10 მარტიდან დღემდე ლაბორატორიამ ხელშეკრულებისა და წერილების საფუძველზე, მომსახურება გაუწია  250–ზე მეტ, მათ შორის ოცამდე უცხო ქვეყნის, სამშენებლო ორგანიზაციას.

 

ლაბორატორიას გაკეთებული აქვს განაცხადი ხარისხის პოლიტიკის სფეროში, რომლის მთავარ მიზანს  წარმოადგენს დამკვეთისთვის გარანტიის მიცემა მაღალი ხარისხის გამოცდისა და გამოკვლევის ჩატარებაზე.

 

გარდა ამისა პოლიტიკა ხარისხის სფეროში მიზნად ისახავს:

• პროდუქციის გამოცდის წესისა და გამოცდის ჩატარების პროცედურის დაცვას აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად;

• აკრედიტაციის კრიტერიუმებისადმი მუდმივი შესაბამისობას, რომელიც განაპირობებს ტექნიკური კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის  ოფიციალურ აღიარებას აკრედიტაციის სფეროში;

• პასუხისმგებლობას აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებაზე.

 

საგამოცდო ლაბორატორიის წინაშე მდგარი ამოცანები მაღალი ხარისხის მისაღწევად გამოკვლევებში, გამოცდებსა და გამოთვლებში მოითხოვს შემდეგ ღონისძიებებს:

• გამოცდა, გაზომვა და გამოთვლა ყოველთვის უნდა ხორციელდებოდეს ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემული მეთოდების შესაბამისად;

• საგამოცდო ლაბორატორიამ ყოველთვის უნდა გააუმჯობესოს ხარისხის სისტემის ეფექტურობა;

• საგამოცდო ლაბორატორია ყოველთვის უნდა ატარებდეს  ლაბორატორიული დანადგარების დაკალიბრებასა და განახლებას.

ლაბორატორიის ხელმძღვანელობა იძლევა გარანტიას, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებიც ატარებენ გამოცდებს, აფასებენ შედეგებს და ხელს აწერენ გამოცდის ოქმებს, არიან კომპეტენტურები.

 

ლაბორატორიაში არსებული თანამედროვე იტალიური მოწყობილობა–დანადგარები საშუალებას აძლევს ლაბორატორიას გამოცდები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემული მეთოდების შესაბამისად.

 

 

 

საშენი მასალებისა და ნაკეთობების საგამოცდო ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

• არმატურის გამოცდა გაჭიმვაზე და ღუნვაზე;
• ქვიშის გამოცდა;
• ღორღის გამოცდა;
• ქვიშა–ხრეშის ნარევის გამოცდა;
• ბეტონის საკედლე ქვების გამოცდა;
• ბეტონის საკონტროლო კუბების გამოცდა კუმშვაზე (მარკის დადგენა);
• ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე ბეტონის საკონტროლო კუბების დამზადება, ტრანსპორტირება და შენახვა შემდგომი გამოცდის მიზნით;
• ურღვევი მეთოდით სამშენებლო კონსტრუქციების (ფუნდამენტი,სვეტი,ფილა) სიმტკიცის დადგენა.

 

გარდა ამისა ლაბორატორია გთავაზობთ სხვადასხვა კლასის ბეტონების დაპროექტება–გაანგარიშებას, ბეტონის დანამატების გამოცდას, ტექნიკურ საკითხებზე რჩევებს, მოსაზრებებსა და მეთოდურ მითითებებს.

 

შპს "მშენტექკონტროლი"

მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზ. 258, ბათუმი, 6009, საქართველო

საკონტაქტო პირი: ლაბორანტი, თეიმურაზ ჯოჯუა: მობ. (995) 577 299 349