სერვისები

საპროექტო-სამშენებლო მომსახურება


ჩვენი სამშენებლო კომპანია მომხმარებელს (დამკვეთს) სთავაზობს, სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე მშენებლობაში არსებული სხვა ნორმატიული აქტებისა და დამკვეთის მოთხოვნების სრული დაცვით გაუწიოს მას  საპროექტო და სამშენებლო მომსახურეობის სრული პაკეტი, მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებიდან (საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, მშენებლობის ნებართვის აღება და სხვა) ობიექტის ექსპლოატაციაში გაშვების ჩათვლით, რომელთაგანაც  დამკვეთი ირჩევს მისთვის მისაღებ მომსახურეობას, კერძოდ: 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გაუწევს მას მომსახურეობას საპროექტო-ტექნიკური დავალების შედგენა-დამუშავება-გაფორმებაში; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ჩაატარებს არსებული შენობა-ნაგებობების და საინჟინრო კომუნიკაციების ანაზომი ნახაზების დამუშავება-შედგენას; 

 

• ჩვენი კომპანია დამკვეთს სთავაზობს, მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას მერიის შესაბამის სამსახურებში; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაბამის საქალაქო სამსახურებთან შეათანხმებს სპეც. სამუშაოების, გარე საინჟინრო და სხვა კომუნიკაციების პარამეტრებს და ნახაზებს; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ჩაატარებს ტერიტორიის და პროექტირებადი შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების გეოდეზიურ დაკვალვას; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენი კომპანია გაუწევს მას, ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ და ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებში მაღაკვალიფიციურ კონსულტაციას და საინჟინრო მომსახურეობას (ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა); 

 

• დაამუშავებს საპროექტო ტექნიკური და სახარჯღთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შეუთანხმებს დამკვეთს და საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილ შესაბამის სამსახურებს;

 

• სამუშაოების დაწყებამე დამკვეთს შესათანხმებლად წარედგინება პროექტის განხორციელების ფარგლებში საჭირო ძირითადი სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ნუსხა, მომწოდებლებისა და შესასყიდი ფასების მითითებით; 

 

• სამშენებლო-სამონტაჟო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის და საპროექტო ტექნიკური და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით; სამუშაოებს აწარმოებს მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის გარანტიით; 

 

• სამშენებლო მომსახურეობაზე ხელშეკრულების გაფორმებამდე, ჩვენი კომპანია სთავაზობს დამკვეთს მისთვის მისაღებ სამუშაოების ფინანსირების გრაფიკს, ყოველგვარი წინასწარი საავანსო გადახდების გარეშე; გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად, წინასწარ შეთანხმებული თითოული სამუშაოს ეტაპის დამთავრების შემდეგ; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად გაუწევს მას მომსახურეობას სამშენებლო მანქანა-მექანიზმებით და ტრანსპორტით; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად დაამზადებს და დაამონტაჟებს ლითონის კონსტრუქციებს და ნაკეთობებს; 

 

• დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად დაამზადებს და დაამონტაჟებს ხის კონსტრუქციებს და ნაკეთობებს;

 

• დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს დამთავრებული სამუშაოების, ეტაპების ოქმების შედგენას და შესაბამის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენას.