საპროექტო სამუშაოები

საპროექტო მომსახურება


ჩვენი კომპანია გთავაზობთ საპროექტო მომსახურებას შემდეგი ტიპის შენობებზე: 
• საცხოვრებელი/სასტუმრო;
• საოფისე;
• საზოგადოებრივი;
• სავაჭრო-კომერციული;
• ადმინისტრაციული;
• სპორტულ-გამაჯანსაღებელი.

 

საპროექტო სამუშაოები სრულდება სამშენებლო (საპროექტო) ნორმებისა და წესების მოთხოვნების  შესაბამისად და მოიცავს შემდეგ საპროექტო სამუშაოებს პროექტის ან დამკვეთის მოთხოვნისამებრ. ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: 
• ტერიტორიის ტოპო ანაზომი;
• გეოლოგიური კვლევა;
• საქალაქო სამსახურებიდან საპროექტო პარამეტრების დადგენა; 
• დემონტაჟის პროექტი; 
• არქიტექტურული და ინტერიერის პროექტი;
• კონსტრუქციული პროექტი;
• საინჟინრო კომუნიკაციები–ინფრასტრუქტურა;
• სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების პროექტი;
• ფასადის პროექტი;
• განათების პროექტი;

• სპეც. სამუშაოების პროექტი;
• სამშენებლო ბიუჯეტის განსაზღვრა და ა.შ.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროექტის შეთანხმებას და სამშენებლო ნებართვის მოპოვებას საქალაქო სამსახურებიდან. საპროექტო სამუშაოები მოიცავს 4 ეტაპს:

I ეტაპი* – კონცეფცია (მინიმუმ ორი კონცეფცია და მათი პრეზენტაცია);
II ეტაპი – სქემატური პროექტი (სქემატური გეგმები, ფასადები, ინტერიერები, მათი კონცეფცია და პრეზენტაცია);
III ეტაპი – დიზაინის განვითარება (საპროექტო დოკუმენტაციის 80%); 
IV ეტაპი – სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, სრული პროექტის ჩაბარება დამკვეთისთვის; 

 

მოთხოვნის შემთხვევაში გთავაზობთ სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას. საპროექტო სამუშაოების ყოველი ეტაპის, როგორც შუალედური ასევე სრული დოკუმენტაცია შეთანხმდება დამკვეთთან.

 


* პირველ ეტაპზე წარდგენილი იქნება მინიმუმ ორი კონცეფცია. ესკიზის შექმნისას გათვალისწინებული იქნება დამკვეთის ყველა მოთხოვნა. ესკიზის დამტკიცების შემდეგ, მისი წარდგენა მოხდება საქალაქო სამსახურებში ნებართვების მოსაპოვებლად.