მიმართულებები

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. ასევე კომპანია უზრუნველყოფს მომსახურებას საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას. მათ შორის:

 

• საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების, ასევე მათი კომპლექსების მშენებლობა;

• სამშენებლო პროექტირება და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტი;

• დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები;

• სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების (მ.შ. მონოლითური ბეტონისა და რ/ბეტონის, სადურგლო, ლითონის, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, მცირე ზომის საკედლე და სატიხრე ბლოკების) წარმოება;

• მოსაპირკეთებელი ნაკეთობების (მ.შ. ტროტუარის ფილების) წარმოება;

• ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება;

• საშენი მასალების და ნაკეთობების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად ლაბორატორიული მომსახურება;

• უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების უფასო კონსულტაციები სამშენებლო საქმიანობის როგორც სამართლებრივ-ორგანიზაციული პროცედურების, ასევე მისი ნებისმიერი სტადიის შესახებ.