კომპანიის შესახებ

  საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია PDF ფაილი - გადმოწერა

 

კომპანიის საქმიანობა

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო 

საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:

• საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას;

• სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტს;
• დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას;
• სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების  წარმოებას, მათ შორის: მონოლითური ბეტონისა და რ/ბეტონის,

ლითონის, სადურგლო, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების ჩათვლით.


კომპანიის რესურსები

ადამიანური რესურსები:

1500-ზე მეტი კვალიფიციური კადრი (ადმინისტრაციის, ინჟინერ-ტექნიკური და მუშა პერსონალის ჩათვლით);

გუნდურ მმართველობაზე დაფუძნებული სტრუქტურა შემდეგი დანაყოფებით:

• ტექნიკური განყოფილება;
• წარმოების სამსახური;
• ფინანსური დეპარტამენტი;
• შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახური;
• გეოდეზიური სამსახური;
• იურიდიული დეპარტამენტი.

 

მატერიალურ-ტექნიკური რესურსები:

• 70 000 მ2-დე ფართის სამეურნეო ეზოები, აქედან: 40 000 მ2 ბათუმში და 30 000 მ2 თბილისში;
• 10 000 მ2-დე ფართის დახურული სასაწყობე მეურნეობები ბათუმსა და თბილისში;
• ბეტონის მწარმოებელი კვანძი (ELCON-ის ფირმის) წარმადობით 120 მ3 საათში;
• ინერტული მასალების გადამამუშავებელი საამქრო წარმადობით 100-120 მ3 საათში;
• ლითონის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დამზადების საამქრო;
• სადურგლო საამქრო;
• ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის ნაკეთობათა დამზადების საამქრო;
• მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების დამამზადებელი საამქრო.

 

სამშენებლო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი:

80-ზე მეტი ერთეული სხვადასხვა სახის მანქანა-მექანიზმი და ტრანსპორტი, მათ შორის: კოშკურა ამწეები,

მობილური ამწე-მექანიზმები, ბეტონის საქაჩი ტუმბოები, სატვირთო ავტომანქანები, ავტო-თვითმცლელები, დამტვირთავები,

ბულდოზერები და სხვა სპეც. დანიშნულების  სამშენებლო მანქანა მექანიზმები, დანადგარები და მოწყობილობები.

 

ფინანსური რესურსები:
წლიური ბრუნვა             წელი             მოცულობა (ლარი)
                                        2007 ………. 25,820,200.00
                                        2008 ………. 30,228,320.00
                                        2009 ………. 12,787,068.00
                                        2010 ………. 36,996,376.00
                                        2011 ………. 54,572,999.00
                                        2012 ………. 84,016,000.00
                                        2013 ………. 88,900,000.00 

                                        2014.............118,550,000.00

                                        2015.............144,170,000.00

 

ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის სისტემა:

ISO 9001:2008–ზე დაფუძნებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემა

• სამუშაოებში გამოყენებული მასალების და ნაკეთობების აუცილებელი სერტიფიცირება;
• აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოებში გამოყენებული მასალების და ნაკეთობების ლაბორატორიული შემოწმება;
• სამშენებლო სამუშაოების ხარისხის საწყისი, საწარმოო-ოპერაციული და მიღების კონტროლი.

 

კომპანიის სახელწოდება: შპს „ანაგი“

საიდენტიფიკაციო კოდი: 245 416 401

თბილისის ოფისი: მერაბ კოსტავას ქუჩა 37/39, სართული 3, თბილისი, 0171, საქართველო 

ტელ.: 995 (32) 224 12 11

ელ-ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმის ოფისი: ნიკო ფიროსმანის ქუჩა 1, ბათუმი, 6009, საქართველო

ტელ.: 995 (422) 27 41 39

ელ-ფოსტა: office@anagi.ge 

ვებ გვერდი: www.anagi.ge