ჩვენ შესახებ

სამშენებლო კომპანია “ანაგი” წარმოადგენს 28 წლიანი გამოცდილების მქონე მრავალპროფილიან სამშენებლო ორგანიზაციას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სამშენებლო საქმიანობის მომსახურების სრულ პაკეტს: საპროექტო საქმიანობიდან – ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა. 2011 წლიდან კომპანიაში დაინერგა და დღესაც მოქმედებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO – 9001. კომპანია სამშენებლო პროექტებს მართავს თანამედროვე სისტემების გამოყენებით.

 

“ანაგი” დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა ძირითადი ნაწილის მუშაობის სტაჟი მშენებლობაში აღემატება 10 წელს. მთლიანად კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

 

დამკვეთებთან ურთიერთობაში ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპია, ობიექტების სახელშეკრულებო ვადებში ჩაბარება, ხარისხი და საიმედოობა.